04:01
football, Europa Conference League
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ბათუმის „დინამომ“ სან-მარინოში ადგილობრივ „ტრე პენეს“ 4:0 სძლია. კლასში გუნდების სხვაობა ძალიან დიდი იყო. უკვე მე-18 წუთზე "დინამო" 3:0 დაწინაურდა და მატჩის და, ფაქტობრივად, ორრაუნდიანი ორთაბრძოლის ბედი გადაწყდა. შესვენების შემდეგ ბათუმური გუნდის მწვრთნელმა გეგუჩაძემ რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი შეცვალა, შეცვლაზე შესულმა ზარიამ კი მეოთხედ დაამწუხრა მასპინძლები.
2021-07-15
korL6zPc8Rs